3 ქალაქი და 6 კლინიკა - სად იქნება შესაძლებელი Pfizer-ით აცრა

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში შემოსული 29 500 ცალი Pfizer-ის ვაქცინით 14 000 პირი აიცრება. მისი თქმით, პირველი ვაქცინის გაკეთებიდან მეორე დოზა 3-4 კვირის განმავლობაში უნდა გაკეთდეს, რის გამოც დოზების გაყოფა მოხდება.

"ვაქცინა გადანაწილებული იქნება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში - ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი ქუთაისში და 4 თბილისში. თბილისის კლინიკები არის ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი. ბათუმში - რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის ევექსის კლინიკა", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ვაქცინაცია 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაც შესაძლებელი იქნება. ამჟამად დარეგისტრირებულებისთვის ხელმისაწვდომი AstraZeneca-ს ვაქცინასთან ერთად Pfizer-ის ვაქცინაც იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი