ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, "ვაქცინაციის პროცესის ნელა მიმდინარეობას" რეგიონებში პირადად შეისწავლის. ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
"პირადად ჩემი სტრატეგია არის შემდეგი, რომ რეგიონულ დონეზე, ყველგან გავეცნობი თუ რა სიტუაციაა. ასევე, ვაქცინაციის პროცესის ნელა მიმდინარეობას ადგილზე შევისწავლი. შემდეგ უკვე შეგვეძლება ვიმსჯელოთ ვაქცინაციის პროცესის უკეთესად წარმართვის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე. ხვალ ჩემი ვიზიტი დაგეგმილია აჭარაში და გურიაში, ასე გაგრძელდება სხვა რეგიონების შემთხვევაშიც", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, საზოგადოებასთან კომუნიკაცია საბჭოში შემავალი სხვა პირებსაც ექნებათ. ამავე თემაზე: