მკვლელობა ჩუმლაყში - დაჭრილია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი

გამოქვეყნდა:

სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა მამაკაცს, ცეცხლსასროლი იარაღიდან იმ დრო ესროლეს, როცა რამდენიმე მეგობართან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა.  

შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდაცვლილი სოფელში სამუშაოდ სამეგრელოდან იყო ჩასული. დაჭრილია 3 ადამიანი. ისინი გურჯაანის კლინიკაში არიან გადაყვანილი, სადაც ოპერაცია უნდა ჩაუტარდეთ. დაჭრილებს შორისაა მალხაზ ბადუაშვილი, რომლის სახელი და გვარი წარსულში მომხდარ კრიმინალურ შემთხვევას უკავშირდება, ამიტომ ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მკვლელობა კრიმინალური ავტორიტეტების შურისძიებას უკავშირდებოდეს და მათი მთავარი სამიზნე სწორედ ბადუაშვილი ყოფილიყო.

სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა კაცი მანქანაში ჩაცხრილეს - დაჭრილია 3 პირი
 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი