მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში - ახალგაზრდა კაცი ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. შემთხვევა დღეს, 25 მარტს დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ურთიერთდაპირისპირება გახდა. როგორც ჩუმლაყში ამბობენ, მოკლულია სამეგრელოდან სამუშაოდ ჩამოსული კაცი, ხოლო დაჭრილია 3 ადგილობრივი. ისინი გურჯაანის კლინიკაში არიან გადაყვანილი, სადაც ქირურგიული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეთ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109 მუხლებით დაიწყო.

ავტორი: ია გულიაშვილი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი