
არანაირ სანქციებს არ ველოდები - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების კითხვას, ელოდება თუ არა მმართველი გუნდი სანქციებს, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება.
რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესს, როგორც ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, საერთაშორისო პარტნიორები კარგად ხედავენ, რომ "ქართული ოცნება" კომპრომისისთვის მზადაა.
მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ, ოპოზიცია პარლამენტში შევა, არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაში მიიღებს მონაწილეობას და 1%-იან გადაცდომას ნახავს, მაშინ მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნებისთვის მზად არის.
"თუკი ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში არის მზაობა, შეიქმნას საგამოძიებო კომისია და საგამოძიებო კომისიის ფარგლებში თვითონ ოპოზიციური პარტიები იყვნენ წამყვანი. ჩატარდეს ყოვლისმომცველი გამოძიება და 1% შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, არის მზაობა რომ დაინიშნოს ადრეული არჩევნები.
პოლიტპატიმრების საკითხი ესე არ დგას, იქ არის საკითხი დაკავშირებული ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის ლიდერის დაკავებასთან და ამ მიმართულბეითაც პოზიცია ცალსახაა. მზაობა არაერთხელ იყო დაფიქსირებული, რომ ნებისმიერ მომენტში, როდესაც გადახდილი იქნება გირაო ნებისმიერ მომენტში, ის იქნება გათავისუფლებული, ესეც არის პოზიცია გამოხატულ",-თქვა ზალკალიანმა.