ვაქცინაზე საყოველთაო რეგისტრაციას აპრილის შუა რიცხვებში დავიწყებთ - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე საყოველთაო რეგისტრაცია, აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება. როგორც მან აღნიშნა, უშუალოდ საყოველთაო ვაქცინაცია მესამე-მეოთხე კვარტალში იგეგმება.

"ჩვენ აპრილის შუა რიცხვებამდე საყოველთაო რეგისტრაციას დავიწყებთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საყოველთაო რეგისტრის სიაში მყოფ ადამიანს ხვალვე შეგვიძლია შევთავაზოთ ვაქცინა. საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება მესამე მეოთხე კვარტალში, ასეა გეგმით განსაზღვრული",-თქვა გაბუნიამ.

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა 13 მარტს შემოვიდა. ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინით, სამედიცინო პერსონალი აიცრა. დღეს, 25 მარტს საქართველოში Pfizer-ის  29 250 დოზა შემოვიდა. ასევე დღეიდან ვაქცინაცია 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც შეიძლება, აცრას მოქალაქეები Pfizer-ითაც შეძლებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი