ჩუმლაყში, ექსპერტ -კრიმინალისტებმა იმ ბინაში მუშაობა დაასრულეს, სადაც სავარაუდოდ თავდამსხმელი იმალებოდა და ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნა;
ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი 12 წლის წინანდელი მკვლელობის გამო ანგარიშსწორებაა, სადაც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის გვარი ფიგურირებდა. სწორედ მოკლულთან ერთად იმყოფებოდა ავტომობილში, მალხაზ ბადუაშვილიც, რომელიც დაჭრილია.
დაჭრილია კიდევ ერთი პირი, მუხრან მესხია, რომელიც თვალზე მიყენებული დაზიანებების გამო, თბილისში გადმოჰყავთ.
მკვლელობა გურჯანიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში გამთენიისას მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს, ცეცხლსასროლი იარაღიდან იმ დრო ესროლეს, როცა რამდენიმე მეგობართან ერთად, მანქანით გადაადგილდებოდა.
მოკლული, გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში სამეგრელოდან იყო სამუშაოდ იყო ჩასული.
მკვლელობა ჩუმლაყში:
ავტორი: ია გულიაშვილი