წინაღობა, უსაფრთხო გზების მოწყობა, მასის მოჭრა - რას გეგმავს მერია ვაშლიჯვარში

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რა სამუშაოები უნდა გაატარონ ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყერული პროცესების შესაჩერებლად.

"დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება უკვე კონკრეტულად სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, რომ ეს იქნება, თქვენ იცით, რომ წლების მანძილზე აქ მიმდინარეობდა გარკვეული სახის მშენებლობები, ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა ახლა უსაფრთხოებიდან გამომდინარე არის, რომ თვითონ ამ ფერდს, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა. 

ამ ღონისძიების ძირითადი დანიშნულება იქნება ის, რომ გარკვეულწილად შევამციროთ ახლა აქტიური მეწყერი, რომელიც მოძრაობაშია, მისი გადაადგილება, წინაღობა გაკეთდება, ეს იქნება დროებითი, ამის შემდეგ მოხდება უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობა უშუალოდ მეწყერულ ადგილზე, შემდეგ მოხდება გარკვეული მასების მოჭრა და გადატანა, ტერასული ტიპით უნდა განხორციელდეს აქ გარკვეული სამუშაოები", - თქვა ირაკლი ბენდელიანმა.

მისი განცხადებით, ეს აპრობირებული მეთოდია და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ბენდელიანის განცხადებით, მოძრაობა იმ ეტაპზე აღდგება, როცა დარწმუნდებიან, რომ ის უსაფრთხო იქნება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი