
"არ შეიძლება ამაზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო", - ასე აფასებს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გავრცელებულ ინფორმაციას აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის, თანამდებობიდან შესაძლო წასვლაზე.
"აბსოლუტურად გაუგებარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული ეს დღევანდელი აჟიოტაჟი. არ შეიძლება ამაზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო. რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, რიჟვაძე "წარმატებული მმართველი, ეფექტური მენეჯერი და "ქართული ოცნების" გუნდის წევრია".
რიჟვაძის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნოდარ დუმბაძემ გაავრცელა, რომელიც ამბობს, რომ ფაქტს მმართველ გუნდში უდასტურებენ.
ოპოზიციის თქმით, რიჟვაძე ღარიბაშვილის გუნდში არაა და სწორედ ამიტომ აპირებს გადადგომას.