
პარტია "გირჩის" წევრი, ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 2024 წელს საარჩევნო ბარიერი ერჟერადად, 5%-დან 3%-მდე დაიწევს, კომპრომისული შეთავაზება ვერ იქნება.
მეგრელიშვილის თქმით, ამ წინადადებით "ქართული ოცნება" პატარა პარტიების დამოკიდებულების შეცვლას ცდილობს.
"3% 5%-ს ჯობია უნდა ვაღიაროთ, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ 2024 წელს და მერე კვლავ 5%-იანი იქნება. ეს ვერ იქნება ხელისუფლების მხრიდან ისეთი შემოთავაზება, რომელიც ოპოზიციაში ვინმეს მოხიბლავს და ამის გამო გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს. უბრალოდ უცნაური წინადადებაა, თან კომბინაციაში ფრაქციების დაპატარავებასთან ერთად, რაც პირდაპირ ასოცირებას იწვევს, რომ თითქოს უნდათ პატარა პარტიებს ფრაქციებს შესაძლებლობა და ამ სარგებლის გამო, მათ შეცვალონ დამოკიდებულება",-თქვა მეგრელიშვილმა.
პარლამენტში დაინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთჯერადად, საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს. მეორე ცვლილებით კი ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში 7-დან 4-მდე დაიწევს. მემორანდუმი "ქართულმა ოცნებამ" და "მოქალაქეებმა" გააფორმეს.
"ქართული ოცნების" წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად მინიმუმ 17 დეპუტატის პარლამენტში შესვლაა საჭირო.