
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით "ოცნება" არის ერთ-ერთი წარმატებული და ყველაზე წარმატებული გუნდი" და "ქართულ ოცნებას" აწი თუ შემოემატება ვინმე, არათუ ვინმე წავიდეს".
თურნავას განცხადებით, მან გიორგი გახარიას გეგმების შესახებ არაფერი იცის.
"მე არ ვიცი ბატონი გახარიას გეგმების შესახებ, თავად მწირი ინფორმაცია გაახმოვანა, ბევრი არაფერი უთქვამს. რაც შეეხება იმას, რომ ოცნებიდან ვინმე სადმე წავიდეს - "ოცნება" არის ერთ-ერთი წარმატებული და ყველაზე წარმატებული გუნდი, რომელმაც ქვეყანას მოუტანა სტაბილურობა, წარმატება, გავნითარება, რომ 2024-ში გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, მესამედ დამაჯერებლად მოიგო არჩევნები, რომლებიც მთელმა მსოფლიომ ცნო, როგორც დემოკრატიული და თავისუფალი", - განაცხადა ნათია თურნავამ.