რიგგარეშე არა, მაგრამ ვადამდელი არჩევნები აუცილებელია - მეთიუ ბრაიზა

გამოქვეყნდა:

„რიგგარეშე არა მაგრამ ვადამდელი არჩევნები აუცილებელია“ - ასე უპასუხა  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწე მეთიუ ბრაიზამ მთავარი არხის ეთერში კითხვას, არის თუ არა  პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნები.

„ვადამდელი ნიშნავს, რომ ჩატარდება იმაზე ადრე ვიდრე დაგეგმილია, რიგგარეშე  კი ნიშნავს - მაგალითად ერთ თვეში. სწორედ ამაზე უნდა მოხდეს შეთანხმება, რომ დრო იყოს მისაღები მხარეებისთვის... არჩევნებია საჭიროა და არაა აუცილებელი, დახასიათება როგორი იქნება ის. ამასთან, მნიშვნელოვანია დრო თუ როდის ჩატარდება შემდეგი არჩევნები...

როგორც სენატორმა შაჰინმა თქვა, არჩევნები არ უნდა იყოს ლეგიტიმაციის ზღვარზე, თავის საუბარში ის ეყრდნობოდა საერთაშორისო დასკვნებს, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნები, დიახ იყო კონკურენტულ გარემოში, თუმცა, მნიშვნელოვანი დარღვევებით. და რაც ასევე სენატორმა თქვა - დემოკრატიულ ქვეყნებში უნდა არსებობდეს მექანიზმები, რომლითაც მოგვარდება დაპირისპირებები, და რომელიც სამართლიანი ყველა მხარისათვის, ამიტომ უნდა არსებობდეს ასეთი მექანიზმები და რაც მთავარია, იყოს არჩევნები, რომელიც ყველა მხარისათვის სამართლიანია და  თანაბარ პირობებს ქმნის“ - თქვა მეთიუ ბრაიზამ „დღის სტუმარში“.

„დღის სტუმარში“ მეთიუ ბრაიზამ ასევე თქვა, რომ უდიდესი შავი ლაქა იყო ქართული დემოკრატიისთვის ნიკა მელიას დაკავებისთვის მთავარი ოპოზიცური ოფისის შტურმით აღება. 

„უნდა არსებობდეს მოლაპარაკების შედეგად იმდაგვარი შეთანხმება, რომელიც გარანტიას მისცეს ოპოზიციას, რომ ისინი დაბრუნდნენ პარლამენტში, რაც ნიშნავს რომ პროცესები უნდა იყოს სამართლიანი, დემოკრატიული და არა მანიპულირებული; ამიტომ, დღესაც ასე ვფიქრობ, როგორც ცოტა ხნის წინ, რომ ნამდვილად, საქართველოს დემოკრატიისთვის უდიდესი შავი ლაქა იყო მთავარი ოპოზიცური ლიდერის დაკავება და მათ ოფისზე მიტანილი შტურმი.“

ბრაიზამ ასევე მართლმსაჯულებაზე ისაუბრა და თქვა, რომ აშშ-ს შეუძლია დაეხმაროს საქართველოს რეფორმებში.

„აშშ მზად არის რომ დაეხმაროს რეფორმების განხორციელებაში საქართველოს.საქართველოში უნდა არსებობდეს წესიერი მართლმსაჯულება, იმისთვის რომ ნორმალური ქვეყანა იყოს“

აქვე, ბრაიზა ფიქრობს, რომ „ჯერი საქართველოზეა, რომ მიიქციოს ბაიდენის ადმინისტრაციის ყურადღება, რომელიც ახლა ძალიან დაკავებულია“

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი