დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ ზედაპირი დინამიკაშია - თეა გოდოლაძე

გამოქვეყნდა:

ბოლო დღეებში ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის გზაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მეწყრული ზონა დინამიკაშია, - ამის შესახებ გეოლოგი თეა გოდოლაძე "მთავარ არხთან" საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთიდან აპარატურა რაც შეიძლება მალე ჩამოვიდეს.

დინამიკაშია ფერდი მოსული, ეს ნაწილი გარღვევის ზედაპირი, სადაც არის ზედა მხარე. ეს ორი დღე დაკვირვებამ აჩვენა და გაგვიღვივდა ეჭვი, რომ შესაძლებელია ეს იყოს დინამიკაში და ამიტომ ყოველი წუთი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თურქეთიდან აპარატურა ჩამოვიდეს. დავიჭირეთ სიღრმე, რა სიღრმეზე დაიძრება მეწყერი. 14-18 მეტრი დაახლოებით. ლატერალური ლავირება გააჩნია, ზოგან 16-ია, ზოგან 18-ია და ა.შ. და რეალურად ამ 18 მეტრიდან დაიწყება დაძვრა, როცა დაიწყება, - თქვა გოდოლაძემ.

ვაშლიჯვრის დასახლებაში ბროწეულას ქუჩის მცხოვრებლები სახლებს ტოვებენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მიწისქვეშა ბიძგებს გრძობენ და მეწყერის საფრთხის გამო, სახლებიდან გარბიან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი