ხელჩართული ჩხუბი, გინება, შეურაცხყოფა, დაპირისპირება და უკიდურესად უხამსი გამონათქვამები პარლამენტში.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ისმოდა გინება და უხამსი გამონათქვამები. ვითარება სხდომათა დარბაზში იმდენად დაიძაბა, რომ სპიკერი იძულებული გახდა შესვენება გამოეცხადებინა, თუმცა დეპუტატები ვერც დერეფნებში დამშვიდდნენ.
სხდომათა დარბაზში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საპატრიარქოს ირგვლივ დაიწყეს დეპუტატებმა მსჯელობა. საკმაოდ მწვავე იყო დაპირისპირება გედევან ფოფხაძეს და ირაკლი ბერაიას შორის.
გედევან ფოფხაძემ მას შემდეგ, რაც ოცნებას დააკისრა საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა, დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.
„საპატრიარქოსთან მიმართებაში ხელისუფლებას აქვს თავის პასუხისმგებლობა და დანაშაული“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
ამას მოჰყვა სწორედ ხმაური და მწვავე შეფასებები ირაკლი ბერაიას მხრიდან.
„გამოდი გარეთ... ხელებს ნუ შლი, დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს“ - აღნიშნა ფოფხაძემ.
კიდევ ერთი ხმაური მოჰყვა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებას. მან „ოცნება“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ენმ-ს ემსგავსება.
„დაამთავრეთ ცირკი,“ - მიმართა ინაშვილმა დეპუტატებს.
დაპირისპირების შემდეგი ეპიზოდი კი ლევან გოგიჩაიშვილსა და კობა ლურსმანაშვილს შორის მოხდა. გოგიჩაიშვილმა მმართველი გუნდი გააკრიტიკა იმ გადაწყვეტილებების გამო, რომელიც საპატრიარქოსა და სასამართლოში მიმდინარე მოვლენების გამო გააკრიტიკა. დაპირისპირება დეპუტატის ოთახში გაგრძელდა.
„შენ მახსოვხარ ჩირგვებში“, - მიმართა გოგიჩაიშვილმა ლურსმანაშვილს.
მორიგი დაპირისპირება კი „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მოხდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „ოცნების“ დეპუტატებს „ივანიშვილის გოშიები“ დაუძახა, რაზე პასუხადაც „ოცნების“ დეპუტატმა, ზვიად ძიძიგურმა ოპონენტებს „სააკაშვილის პუდელები“ უწოდა.