
ნორმალურ ვითარებაში, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ოპოზიციაზე თავდასხმის ნაცვლად, პროკურატურაში უნდა დადიოდეს, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" წევრი საბა ბუაძე საუბრობს.
მისი თქმით, ღარიბაშვილის ტონალობა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულებას ხელს არ შეუწყობს.
ნორმალურ ვითარებაში ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას თითს კი არ უნდა უქნევდეს, უნდა დადიოდეს პროკურატურაში და პასუხს უნდა სცემდეს იმ ძალიან ბევრ შეკითხვას, რომელიც დაკავშირებულია 15 წლის ბავშვებზე ძალადობაში, მის მონაწილეობაზე. ეს არის მორალურად და პოლიტიკურად გაკოტრებული ადამიანი, რომელიც ოპოზიციასთან ამ ტონალობაში საუბარს აგრძელებს და ეს ტონალობა პოლიტიკური კრიზისის დასრულებას ხელს ნამდვილად ვერ შეუწყობს, - ამბობს ბუაძე.
დღეს, 25 მარტს პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ოპოზიცია იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მათ აქციებზე მხარდამჭერებიც აღარ დადიან.