დიპლომატიურ უწყებაში განსხავვებული აზრის დევნა დაიწყო - დიდ ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოს ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ფანიაშვილი ამბობს, რომ სამსახურიდან განსხვავებული მოსაზრებებისა და კრიტიკული სტატიების დაწერის გამო გაათავისუფლეს.
ფანიაშვილი დიდ ბრიტანეტში საქართველოს ელჩის თანაშემწე იყო. ამბობს, რომ სამსახურიდან მის მიერ გამოქვეყნებული სტატიების გამო გაუშვეს. საკუთარ მოსაზრებებს ის სხვადასხვა გამოცემაში აფიქსირებდა, რასაც ელჩის, სოფიო ქაცარავას მხრიდან ჯერ გაფრთხილება, შემდეგ კი სადამსჯელო ღონისძიება მოჰყვა.
საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში სოფიო ქაცარავა "მთავარი არხის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.