
საქართველოდან სტუმრის გაგდება პირველად ვნახე, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს.
ის "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან, კრისტიან დანიელსონის ვიზიტის დასრულების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რის შემდეგაც თავად დანიელსონმა ვიზიტის გაგრძელება გადაწყვიტა.
ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი საქართველოში არასდროს მომხდარა.
ძალიან საინტერესო მომენტია. არასტუმართ-მასპინძლური მომენტია, ქართველები ხომ სულ ვეუბნებით სტუმარს, კიდევ დარჩი ბატონო, ხვალაც გავაგრძელოთ და ეს სტუმრის გაგდება საქართველოდან პირველად ვნახე, - ამბობს ხაზარაძე.