მკვლელობა ჩუმლაყში - სავარაუდოდ, სამიზნე აერიათ

გამოქვეყნდა:

ჩუმლაყში, დილის 8 საათზე თავდამსხმელებმა ავტომატური იარაღით ცეცხლი მიმავალ მანქანას გაუხსნეს, რომელშიც 4 პირი იჯდა. მოკლულია იმედა ჩიქობავა, მძიმედაა დაჭრილი მასთან ერთად მყოფი 3 მგზავრი.

მუხრან მესხია დედაქალაქში გადმოიყვანეს, მას მხარში გამავალი ჭრილობა და თვალი აქვს დაზიანებული. დაჭრილი სისხლიანი თავდასხმის დეტალებს ვერ იხსენებს.

ადგილობრივები ყვებიან, რომ თავდამსხმელები დაკეტილი სახლიდან სავარაუდოდ მალხაზ ბადუაშვილის გამოჩენას ელოდებოდნენ.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა​ ეზოდან ამოიღეს ნივთმტკიცებები, რომლებიც სავარაუდოდ თავდამსხმელებს ეკუთვნოდათ, ამოღებულია ავტომატის მასრებიც.

გავრცელებული ინფორმაციით კრიმინალური ფაქტი მალხაზ ბადუაშვილის წარსულს უკავშირდება. 12 წლის წინ და მას თანასოფლელის მოკვლას ედავებოდნენ. 

თანასოფლელების ინფორმაციით, 1 წლის წინ მალხაზ ბადუაშვილი დაჭრილი კლინიკაში მიიყვანეს, რა დროსაც უცნობმა პირებმა ბადუაშვილს ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნეს.

მოკლული და დაჭრილი 2 პირი მალხაზ ბადუაშვილს მუშებად ჰყავდა დაქირავებული. ისინი სამეგრელოდან ჩამოვიდნენ და 3 თვის განმავლობაში ბადუაშვილს ვენახის მოვლაში ეხმარებოდნენ.

ჩაცხრილული ავტომანქანა ბადუაშვილს ეკუთვნოდა, თუმცა ის საჭესთან არ იჯდა და სავარაუდოდ თავდამსხმელებს ბადუაშვილი ჩიქობავაში აერიათ. 

გამოძიება 2 მუხლით - განზრახ მკვლელობისა და 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით დაიწყო.

ავტორი: ია გულიაშვილი

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი