
გოგი წულაია შვიდი დღეა შიმშილობს.. მას დიაბეტი აქვს, რის გამოც, ნებისმიერ დროს შესაძლოა, კომაში ჩავარდეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატი "ინტერპრესნიუსთან" საუბრობს.
ძალიან სუსტად არის, ერთი კვირაა შიმშილობს. გარდა იმისა, რომ გულის სერიოზული ოპერაცია აქვს ჩატარებული - შუნტირება გაუკეთდა, მას შაქრიანი დიაბეტიც აქვს და შიმშილობის ფონზე შესაძლოა, ყოველ წამს ჩავარდეს კომაში, - ამბობს გელბახიანი.
ადვოკატის თქმით, წულაიამ შიმშილი პროტესტის ნიშნად დაიწყო, რადგან მიიჩნევს, რომ თავისი პოლიტიკური განცხადებების მსხვერპლია და სამაგიერო გადაუხადეს იმ განცხადებებისთვის, რაც მან ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მისამართით გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.