3%-იანი ბარიერი - "ოცნებამ" პოლიტიკური ვაჭრობის ახალი ეტაპი დაიწყო

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის  კრისტიან დანიელსონის ვიზიტამდე 2 დღით ადრე, ოცნებამ პოლიტიკური ვაჭრობის ახალი ეტაპი დაიწყო.

მმართველმა პარტიამ ერთპარტიულ პარლამენტში, სადაც 96 დეპუტატია, საკონსტიტუციო ცვლილებები დაარეგისტრირა და საარჩევნო ბარიერის 5-დან 3 -% მდე დაწევის პირობას დებს.

საკონსტიტუციო ცვლილებას 113 ხმა სჭირდება, ამიტომ  პოლიტიკური ვაჭრობის ახალი ეტაპი 17  დეპუტატთან დაიწყება.

ვისთან მიდის კონსულტაციები არ უთქვამთ, თუმცა ოცნების სამიზნე რომ პატარა პარტიებია, ამას ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრები არ მალავენ. პოლიტიკური გაერთიანებები, ვისაც პარლამენტში 3 ან 4 დეპუტატი ჰყავს, აცხადებდნენ რომ ოცნების სატყუარა ძალიან არადამაჯერებელია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ  კრიზისი გადაწყვეტის გზა შარლ მიშელის 6 პუნქტიანი გეგმის სრულად შესრულებაზე გადის და საკონსტიტუციო ცვლილებების დაანონსება გამოსავალი არ არის. 

ოცნებას პოლიტიკური ნაბიჯი დღეს გირჩის იმ ნაწილმაც დაუწუნა, ვინც მათთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე თანახმაა და პარლამენტში შესვლის დაშვებასაც აკეთებს. 

5- დან 3 %-მდე საარჩევნო ბარიერის დაწევას ქართული ოცნება მხოლოდ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აპირებს. 2028 წლის არჩევნებზე კი მმართველი პარტიის გეგმის მიხედვით, პოლიტიკურმა გაერთიანებებმა ისევ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი