
არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის პროცესზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადების თანახმად ისინი მიესალმებიან კრიზისის განმუხტვის პროცესში ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობას.
არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოთქვამენ სურვილს, რომ შემდეგი მედიაციის პროცესი იყოს გამჭვირვალე და მეტი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას.
"იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი აგრძელებს მხარეებს შორის მედიაციას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოვთქვამთ სურვილს, მიუკერძოებელ და ნეიტრალურ მედიატორთა მხრიდან, საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია უშუალოდ მედიაციის პროცესის, ამ პროცესში პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობისა და შედეგების შესახებ. მიგვაჩნია რომ, მედიაციის ამგვარად წარმართვა, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და თავიდან აგვაცილებს დამატებით სპეკულაციებს, დეზინფორმაციისა და ანტიევროპული ნარატივების გაძლიერებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – მის საზღვრებს გარეთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას ხელს 12 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს: