დღევანდელი, 26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 738 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 307 ადამიანი გამოჯანრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 126 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 101 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,7 მილიონზე მეტი.