
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენის პირადი წარმომადგენლის პირველი ვიზიტის შედეგი გამაწბილებელი იყო. მისი თქმით, ახლა მთავარია ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გამოიჩინოს ნება და შეთანხმება შედგეს.
"საიდუმლო არ არის, რომ ძალიან გამაწბილებელი იყო ბატონი დანიელსონის პირველი ვიზიტის შედეგი იმ გაგებით, რომ მედიაცია შედეგის გარეშე დასრულდა. ახლა ის კიდევ ერთხელ ჩამოდის საქართველოში და განრიგის შესახებ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ახლა მთავარია, რომ ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გამოიჩინოს ნება, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნას, ეს არ იქნება იოლი, მაგრამ მისია ეს არის და ახლა არის მომენტი, რომ პოლიტიკური ლიდერობა გამოავლინოს ყველა მონაწილემ", - თქვა კარლ ჰარცელმა.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორე ვიზიტს კვირის ბოლოს დაიწყებს.