ერთადერთი პარტია, ვისაც არ აწყობს 3%-იანი ბარიერი "ნაციონალური მოძრაობაა" - სუბარი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, ერთადერთი, ვისაც საარჩევნო ბარიერის 3%-ზე დაწევა არ აწყობს "ნაციონალური მოძრაობაა". მისი თქმით, "ქართულ ოცნებას", რომ ცვლილებები არ გაეკეთებინა, დღეს პარლამენტში მხოლოდ 2 პარტია იქნებოდა. თუმცა, ამ დრომდე პარლამენტში "ოცნების" გარდა 2 პარტიაა შესული.

"პოლიტიკური დებატები ვისაც ვაჭრობად მიაჩნია, ნუ ის თვითონ არის ეტყობა ჩარჩული ბუნების. პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც პოლიტიკური დებატები უნდა მიდიოდეს. 3%-ია უფრო სწორი, 5%, 15% თუ ბუნებრივი ბარიერი, ამაზე პარლამენტის გარდა სხვაგან მსჯელობა ვერ წავა. [...] ერთადერთი პარტია, ვისაც არ აწყობს 3%-იანი ბარიერი არის "ნაციონალური მოძრაობა", - თქვა სოზარ სუბარმა. 

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში დააინიცირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 2024 წელს საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე იქნება. მეორე ცვლილებით კი ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში 7-დან 4-მდე დაიწევს. ეს მემორანდუმი "ქართულმა ოცნებამ" და "მოქალაქეებმა" გააფორმეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი