პოლიტიკურმა ლიდერებმა გამონახონ გამოსავალი, გადაფურცლონ ეს გვერდი - საფრანგეთის ელჩი

გამოქვეყნდა:

საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ უერთდება ყველას ვინც მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს, რათა გამოინახოს გამოსავალი და კონცენტრირდნენ იმ საკითხებზე რაზეც ქვეყანას სჭირდება კონცენტრირება.

"ვფიქორობ, რომ უკანასკნელი კვირებისა და თვეების განმავლობაში არსებული დაძაბულობა არის რეალური გამოწვევა საქართველოსთვის, რადგან საქართველო ახლა ისედაც არის მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ჯანდაცვის, ეკონომიკისა და რეგიონული მიმართულებით, სადაც ვითარება საკმაოდ რთულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მთელი ძალისხმევა მიმართული იყოს სწორედ ამ გამოწვევებისკენ და მნიშვნელოვანია, რომ დაძაბულობა შიდა პოლიტიკურ ფრონტზე ჩაწყნარდეს.

ევროკავშირის მედიაცია ამ მიმართულებით არის კარგი შესაძლებლობა, რათა ამ გვერდის გადაფურცვლა მოხდეს, მე ვუერთდები მათ ვინც მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს, რათა გამონახონ გამოსავალი, გადაფურცლონ ეს გვერდი და კონცენტრირდნენ იმ საკითხებზე რაზეც ქვეყანას სჭირდება კონცენტრირება", - თქვა დიეგო კოლასმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიესლონი სამუშაო პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან დაიწყებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი