თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ და მოადგილემ თანამდებობები დატოვეს. ნინო ჯანელიძე და ნოდარ ფანჩულიძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე დღეს გადადგნენ.
როგორც ნინო ჯანელიძე ამბობს მისი წასვლის მიზეზი დაპირისპირება არ არის და რჩება გუნდში, საკრებულოს რიგით წევრად.
ნინო ჯანელიძე საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წელს დაინიშნა. ის თერჯოლის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის კადრად ითვლებოდა. "მთავარის" ინფორმაციით, მაჟორიტარის შეცვლის შემდეგ, დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის ემზადებოდნენ, ჯანელიძემ კი მათ დაასწრო და თანამდებობა თავად დატოვა.