თვითდასაქმებულების უმეტესობა 300-ლარიან კომპენსაციას ვერ მიიღებს

გამოქვეყნდა:

თვითდასაქმებულების უმეტესობა მთავრობის მიერ დაწესებულ 300-ლარიან კომპენსაციას ვერ მიიღებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის რთული ბიუროკრატიული პროცედურებია, რომელიც მათ უნდა გაიარონ იმისთვის, რომ კომპენსაციების მისაღებად შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ. 

სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ თანხა მცირეა, სქემა კი რთული. ეკონომისტები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ საკითხი კორუფციის რისკებს შეიცავდეს. 

კომპანიების უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია "ქართულ ოცნებასთან", გაფორმდება ფიქტიური ხელშეკრულებები და სარგებელს მიიღებენ ისევ "ოცნებასთან" დაახლოებული ჯგუფები, - ამბობს ირაკლი ყიფიანი.

ცნობილია, რომ ამ დროისათვის თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციების გაცემა ჯერ არ დაწყებულა და სახელმწიფო საერთო ბაზის შექმნის ეტაპზეა.

ბევრი მესმის კომპანიებისგანაც და თვითადასაქმებულებისგანაც, რომ საქმე საქმეზე რომ მიდის, უჭირთ ამ დახმარებისთვის გამოყოფილი დახმარების მიღება - ამბობს გიგა ბედინეიშვილი

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში დაახლოებით 880 ათასი თვითდასაქმებულია, მთავრობამ კი პროგრამისთვის მხოლოდ 75 მილიონი ლარი გამოყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი