სამოქალაქო აქტივისტები ნიკა მელიას მხარდასაჭერად, ამ წუთებში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებისკენ საპროტესტო მსვლელობით იძრებიან. მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებმა საპროტესტო აქციის დრო, 21:00 საათი, საგანგებოდ შეარჩიეს.
საპროტესტო მსვლელობით, რომლითაც აქტივისტები მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს სოლიდარობას უცხადებენ, აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის დაწესებულ შეზღუდვებსა და კომენდანტის საათს.
აქტივისტების თქმით, აუცილებელია, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები: "ვიდრე ვადამდელი არჩევნები არ დაიდება, იქამდე გავაგრძელებთ ბრძოლას".