
"ევროპელი სოციალისტების" წევრი, დავით ზილფიმიანი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველო ურთულეს პერიოდს განიცდის რადგან ყველა ერთდროულად, ჭილყვავებივით დაესია თავს. ის მხარდაჭერას და სიამაყეს გამოხატავს ყველას მიმართ "ვინც მხარე არ გახდა" და ამბობს, რომ ეს მხოლოდ "გრანდების" ხვედრია.
"საქართველო განიცდის ურთულეს პერიოდს, ყველა ერთდროულად დაესხა თავს, ჭილყვავებივით. ეს არეულობა და პოლიტიკური კრიზისი, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, დიდი ნეგატივია და უარყოფითის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის; მეორე მხრივ კი, არის პირდაპირი ინდიკატორი, ჩვენი დასავლური ოჯახისკენ წინსვლისა.
ეს თანხვედრა, გარე და შიდა მტრებისა (თუმცა შიდა მტრებიც გარედან იმართებიან), არის სრულიად ლოგიკური და ამის შესახებ, არაერთხელ გამიკეთებია გამაფრთხილებელი განცხადებაც. საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს ამ ვაკჰანალიაში ჩათრეულია პრაქტიკულად ყველა", - წერს ზილფიმიანი.
ზილფიმიანი ოპოზიციას ორად მიჯნავს და წერს, რომ მისი ნაწილი "სხვისთვის სასარგებლო თამაშში" უნებლიედაა ჩართული. ის იმედს გამოთქვამს, რომ ამ ყველაზე რთულ პერიოდს "ღირსეულად" გადავლახავთ.