პარტია "ქართული ოცნებაში" პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა. როგორც ჩანს პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ჩამოსვლამდე მედიაციის პროცესისთვის ემხადება.
სხდომა ცენტრალურ ოფისში 12:00 საათზე დაიწყება. მისი დასრულების შემდეგ კი 13:00 საათზე უმრავლესობის წევრების შეხვედრა იქნება.
"ყველაფერზე იქნება საუბარი, მოლაპარაკებაზეც, დანიელსონზეც, ყველაფერზე", - თქვა დეპუტატმა, გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს, 27 მარტს ჩამოვა. ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე მეორედ, ორშაბათიდან მედიაციის პროცესს დაიწყებს.
ჯერ შეხვედრების ზუსტი დღის წესრიგი არაა ცნობილი.