ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მანამ სანამ შეთანხმება 6-ვე პუნქტზე არ შედგება მანამდე შეთანხმება მიღწეულად ვერ ჩაითვლება. ოპოზიცია მთავარ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს.
"მთავარის" ინფორმაციით, შესაძლოა მოლაპარაკებებში ჩაერთოს რიჩარდ ტიბელსიც, რომელიც ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი იქნება.
"მიშელის გეგმაში დაფიქსირებული ყველა საკითხი არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. შესაბამისად, ჩვენ არ გადაგვიხედია ცხადია ჩვენი პოზიციებისთვის და მიგვაჩნია, რომ ის შეთანხმება, რომელსაც ასე ელოდებიან ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები როგორც ბირუსელში, ისე ვაშინგტონში, ჩვენ გვჭირდება პროგრესი ყველა პუნქტზე რომელიც არის დაფიქსირებული მიშელის გეგმაში", - თქვა ენმ-ს წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, რაც შეეხება პროცესში დამატებით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლის ჩართვას, არ იცის მიღებულია თუ არა მსგავსი გადაწყვეტილება.
"ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, პოლიტპატიმრების გათავსიუფლება და ვადამდელი არჩევნები ისევ მთავარ ორ საკითხად რჩება.