ხოშტარია ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულებისთვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია, ოკუპირებულ გალში მცხოვრები ადამიანებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვს.

ხოშტარიას განმარტებით, რეგულაციების გამო ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანებს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა შავი გზით უწევთ.

"შემოსვლა საოკუპაციო ხაზზე რეგულირდება 5-დღიანი სავალდებულო კარანტინით. პრაქტიკულად 1-საათიან საქმეზე გადმოსულ ადამიანები წარმოუდგენელია, რომ გადმოვიდნენ იმიტომ რომ უწევთ 5-დღიანი კარანტინი. აქედან გამომდინარე, მათ უწევთ შავი გზებით გამოსვლა. მივმართავ მთავრობას, საკოორდინაციო საბჭოს, რომ არ შეიძლება ასე იგნორირებას უკეთებდე შენი მოქალაქეებს ამ მდგომარეობას",- თქვა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, გალელებისთვის რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით პრემიერმინისტრსაც მიმართა, თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოთხოვნას არც კი უპასუხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი