
"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იქნება შალვა პაპუაშვილი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი გამოცდილება და სხვა საკითხებთან ერთად აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება. მისი ფუნქცია იქნება, საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია",- თქვა მდინარაძემ.
"ქართულ ოცნებაში" პოლიტსაბჭოს სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.