
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს კონსტრუქციული ნაბიჯები ოპოზიციამ უნდა გადადგას, რომ შეთანხმება შედგეს. ამ თემაზე მან პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.
"მოლაპარაკება შედგეს ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთანაც კი, ბუნებრივია, როგორც აქამდე იყო, ისევ ისე რჩება დღის წესრიგში, ყველა საკითხზე რაც განსახილველად დევს მოლაპარაკების მაგიდასთან არსებობს, პირველი ან უკვე გადადგმული ნაბიჯები, მეორე ვარიანტი ეს არის კომპრომისული წინადადებები და არა ერთი, განსხვავებით ოპოზიციისგან, არაერთი კომპრომისული წინადადება, ასევე გვაქვს მესამე, საკითხის გადაწყვეტის გზები, რომელზეც იყო საუბარი მათ შორის მოლაპარაკების მაგიდასთან. თუ ოპოზიცის მხრიდან გადმოდგმული იქნება რაიმე სახის კონსტრუქციული ნაბიჯი, ჩვენ უკვე შევძლებთ მოლაპარაკების შედეგიანად დამთავრებას", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს, 27 მარტს ჩამოვა. ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე მეორედ, ორშაბათიდან მედიაციის პროცესს დაიწყებს.
ჯერ შეხვედრების ზუსტი დღის წესრიგი არაა ცნობილი.