ვეთანხმებით წერილის სულისკვეთებას, მაგრამ ის ტაქტიკური შეცდომაა - "სტრატეგია აღმაშენებელი" ოპოზიციის განცხადებას არ უერთდება

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებელი" ოპოზიციის მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებას ეხმაურება. ამბობენ, რომ განცხადების შინაარსს იზიარებენ, თუმცა მოლაპარაკებების წინ მსგავსი შინაარსის წერილის გავრცელება ტაქტიკური შეცდომაა.

"სტრატეგია აღმაშენებელი" ეთანხმება მოლაპარაკებაში ჩართული სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოქვეყნებული წერილის სულისკვეთებას, მაგრამ შექმნილ ვითარებაში, როცა პირადად ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მიმდინარეობს მედიაცია და ჩართულია მედიატორი, რომელიც უახლოეს ხანში ჩამოდის ქვეყანაში, ამ მოლაპარაკების წინ მსგავსი შინაარსის წერილი და განცხადებები მიგვაჩნია ტაქტიკურ შეცდომად, რადგან ძალიან ჰგავს მოლაპარაკების წინ ერთგვარი გამყოფი ხაზების გავლებას, რაც ამცირებს მოლაპარაკების სივრცეს და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას" - ნათქვამია განცხადებაში

ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიები მზად არიან შევიდნენ პარლამენტში, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი