კონცერტი ექიმებისთვის - მარნეულის მერიამ ღონისძიებისთვის 15 ათასი ლარი გამოყო

გამოქვეყნდა:

მარნეულის მერია 6 აპრილს რეგიონში მომუშავე ექიმებისთვის კონცერტს გეგმავს. კონცერტის ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 ათასი ლარი გამოიყო.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქმე ბიუჯეტის გაფლანგვას ეხება. მათივე თქმით, კონცერტის ჩატარება დისკრიმინაციულია, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ მერიამ ადგილობრივ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის სათანადოდ აღნიშვნის საშუალება არ მისცა.

ხელისუფლება გვეუბნება, რომ პანდემიის მესამე ტალღა მოდის. ამ დროს, ხელისუფლება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხარჯავს თანხას უაზროდ იმისთვის, რომ კონცერტი ჩაატარონ. იმისთვის არ ხარჯავენ თანხას, რომ ექიმები მესამე ტალღისთვის მოამზადონ... ესეც არის კიდევ ერთი დისკრიმინაციული ქმედება ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ ხელისუფლებამ თქვა, რომ თავისი მოქალაქეების მოთხოვნა არ არის მოთხოვნა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და მაგათი პარტიისთვის ყველაფერი შესაძლებელია, - ამბობს ენმ-ის მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აგილ მუსტაფაევი.

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი, აჰმედ იმამკულიევი კი ღონისძების გაუქმების მოთხოვნით მერიაში განცხადების შეტანას აპირებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი