2018-2019 წლებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 317 არასრულწლოვანი გახდა. ამაზე ახალი სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს. მაგრამ შემთხვევები, რომლთა შესახებაც გასული დღეების განმავლობაში საზოგადოებამ გაიგო, ტრაგიკული და შემზარავია. 

არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეების მესამედზე შეწყდა გამოძიება, რომლის საფუძველი მათ შორის, მტკიცებულებების არარსებობა გახდა, რაც თავის მხრივ, განპირობებული იყო არასრულწლოვნებთან სათანადო კომუნიკაციის არარსებობით. ბავშვთა უფლებადამცველები ისევ მიუთითებენ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში მოზარდებთან ამ თემებზე საუბრით, მათთვის შესაბამისი ცოდნის მიცემით, ბევრი ასეთი შემზარავი ფაქტის პრევენცია მოხერხდებოდა.

განსაკუთრებული როლი ამ ყველაფერში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს აკისრია, სახელმწიფო და კონკრეტულად განათლების სამინისტრო ამ კუთხით ქმედით ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობს. საგანგაშო სტატისტიკის, ტრაგიკული შემთხვევების მატების მიუხედავად და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და მოწოდებების მიუხედავად, ერთადერთი ვის აზრსაც ყოველი მომდევნო განათლების მინისტრი იზიარებდა მხოლოდ რადიკალური დაჯგუფებების და საპატრიარქოს წარმომადგენლების პოზიცია იყო.

ქობულეთში 14 წლის ნინი ცეცხლაძის თვითმკვლელობის ტრაგიკული ფაქტი და გორის ერთ-ერთ სოფელში 12 წლის მოზარდის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობა, მისი ორსულობა, მშობიარობა და ის რომ მშობლები ამ ფაქტს თითქმის 1 წლის მანძილზე მალავდნენ, კიდევ ერთხელ იქცა სისტემური პრობლემების განხილვის მიზეზად.

ნინო ჟვანიას რეპორტაჟი: "განათლების პრობლემა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი