
მოლაპარაკებების მეორე რაუნდამდე ერთი დღის ადრე კრისტიან დანიელსონს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ხვდებიან.
ჰარცელი და დეგნანი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
შეხვედრაზე მედიატორები სავარაუდოდ შეჯერდებიან გეგმაზე, თუ რას შესთავაზებენ მხარეებს ხვალ ჩანიშნულ მოლაპარაკებებზე.
კრისტიან დანიელსონი თბილისში გვიან ღამით ჩამოვიდა. "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ის ხვალიდან დაიწყებს. დანიელსონი ამბობს, რომ თბილისში 3 დღე დარჩება.