მთავარი კომპრომისი ოპოზიციისგან უნდა იყოს მოსალოდნელი - სარჯველაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძისთვის ოპოზიციის პროტესტი "უმიზეზოა" და ამბობს, რომ უცხოელი პარტნიორების მოწოდების ფონზე, მთავარ დათმობაზე სწორედ ოპოზიცია უნდა წავიდეს.

"იმ ფონზე, როდესაც არჩევნების გაყალბება არ დასტურდება და მხოლოდ ახირებასთან გვაქვს საქმე ოპოზიციის მხრიდან, ამ თემასთან დაკავშირებით, უმიზეზოდ გამოწვეული პროტესტი, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოიხატება პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით.

იმ ფონზე, როდესაც ვისმენთ უცხოელი პარტნიორების მხრიდან მოწოდებას, მათ შორის ოპოზიციისთვის განკუთვნილ მოწოდებას, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით და სხვა კომპრომისების აუცილებლობის შესახებ, რა თქმა უნდა, ასეთ ფონზე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მთავარი კომპრომისი საიდანაც მოსალოდნელი უნდა იყოს, ეს არის ოპოზიციის მხრიდან დათმობებზე წასვლა",-თქვა მიხეილ სარჯველაძემ.  

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი გვიან ღამით ჩამოვიდა. კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებების პროცესს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხვალიდან დაიწყებს. დანიელსონი ორივე მხარეს კომპრომისისიკენ მოუწოდებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი