სოფელი ფახულანი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი. სოფელი, რომელიც ენგურს იქით მდებარეობს და პირდაპირ აკრულია საოკუპაციო ხაზს - რუსებისგან დაყენებული შლაგბაუმი დასახლების კიდეს უშუალოდ ესაზღვრება.
მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ მას ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე სოფლის სტატუსი მოუხსნეს და იქაურ ახალგაზრდებსაც შეუჩერეს უნივერსიტეტებში სწავლების სრული დაფინანსება. რა შეიცვალა? რატომ აღარ ითვლება ფახულანი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლად? ოკუპაცია დასრულდა თუ ხაზი გადაწიეს? თუ აღარ ვთვლით აფხაზეთს ოკუპირებულად?
გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის სამინისტოს სპეციალურმა კომისიამ მიიღო, ოღონდ რატომ და რა ლოგიკით - გაურკვეველია. თანაც ეს სტატუსი თავის დროზე თვითონ "ოცნების" ხელისუფლებამ მიანიჭა სოფელს, ჯერ კიდევ 2013 წელს.
თენგო გოგოტიშვილის რეპორტაჟი: "გაუქმებული სტატუსი"