„არ გაბედოთ ჩაგდება!“ - სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

„არ გაბედოთ ჩაგდება!“ - სამოქალაქო აქტივისტები ამ ლოზუნგით პარლამენტთან იკრიბებიან და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეპუტატების გადაწყვეტილებას ელოდებიან.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება საფრთხეშია.

ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ არ ჩააგდონ გავრილოვის ღამის მთავარი მონაპოვარი და შეასრულონ დაპირება, წინააღმდეგ შემთვევაში პერმანენტული დემონსტრაციებით იმუქრებიან.

„ოცნების 40-მა ცხვარმა დეპუტატმა დილით გაიღვიძა და გადაწყვიტა, რომ არ მოსწონთ პროპორციული სისტემა და არ უჭერენ მხარს, აბსურდია, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ არსებობს, წარმოუდგენელია ვინმე წავიდეს, ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ახლა ქვეყანაში გუგუნებს 100 ქარხანა და ურეკში არის სოლარიუმები, ამიტომ, თუ ივანიშვილმა გადაწყვეტა, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუოს და ტრიუკი ჩაუტაროს, ჩვენ ვპირდებით, რომ კიდევ უფრო მაღალხარისხიან ტრიუკს ჩაუტარებს ქართველი ხალხი მათ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

პარლამენტთან დილიდან ასევე იმყოფებიან სამართლდამცავები, რომლებმაც პარლამენტში დეპუტატების უსაფრთხოდ შესვლა უზრუნველყვეს.

პარლამენტთან ასევე იმყოფებიან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები და ამბობენ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ჩააგდებენ პროექტს, მასშტაბურ აქციას ისინიც შეუერთდებიან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი