რა გახდა ექთნის გარდაცვალების მიზეზი - ექსპერტიზის დასკვნა დღეს უნდა გასაჯაროვდეს

გამოქვეყნდა:

რა გახდა, ახალციხეში 27 წლის ექთნის გარდაცვალების მიზეზი? იყო ეს ვაქცინა, დაგვიანებული რეაგირება თუ არასწორი მკურნალობა?! - ამ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნამ, რომელიც დღეს გახდება ცნობილი.

"ველოდებით ექსპერტიზის დასკვნებს, როგორც სამხარაულიდან აუტოფსიის დასკვნას, ასევე, ლუგარის ლაბორატორიიდან ველოდებით კვლევებზე პასუხებს უშუალოდ ჰქონდა თუ არა გადატანილი მეგი ბაქრაძეს კორონავირუსი, ასევე, ჩვენ ველოდებით სისხლის სამართლის საქმის მასალებს, რომელიც გამოძიების ამ ეტაპზე არ გვაქვ გადმოცემული. განსაკუთრებით საინტერესოა კლინიკა "იმედის" თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები, ვინც იმყოფებოდა მეგი ბაქრაძესთან ვაქცინაციის პროცესში და ვინც გაუწია შემდგომ დახმარება", - თქვა ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა.

დღეს ადვოკატები განცხადების გაკეთებას და საქმეში არსებული სიახლეების გაჟღერებასაც აპირებენ. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი