როდის აიცრა მეგი ბაქრაძე?! - "მთავარმა არხმა" საქმის ახალი დეტალები გაარკვია

გამოქვეყნდა:

"ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის ისტორია, შესაძლოა, იმდენად მძიმე დარტყმა აღმოჩნდეს არამარტო საქართველოში ვაქცინაციის პროცესისთვის, არამედ, მთლიანად, ბრიტანული კომპანიისთვის, რომ მისმა წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს თავად გამოიძიონ, რა მოხდა აქ - სპეციალისტების ჯგუფი ოქსფორდიდან თბილისში ჩამოვა და თვითონ გამოიკვლევს საეჭვო ფაქტებს. 

მანამდე კი "მთავარი არხი" საკუთარი ძალებით ცდილობს სურათის აღდგენას. ერთი გადამწყვეტი დეტალი: ზუსტად რომელ საათზე აცრეს მეგი ბაქრაძე. ამაზეა დამოკიდებული იმის დადგენა, თუ ზუსტად რამდენ ხანში განუვითარდა მას შოკი, რამდენი დრო ჰქონდათ ექიმებს მის დასახმარებლად და რამდენ ხანში მივიდა მასთან რეანიმატოლოგი. აღმოჩნდა, რომ ფორმა ასში მითითებული დრო, დღის პირველი ნახევარი, არასწორია. თან აცდენა ერთი-ორი წუთი კი არ არის, არამედ, თითქმის, მთელი ოცი წუთი! 

ეს კი ნიშნავს, რომ გამოძიებისთვის ისეთი მნიშნველოვანი დოკუმენტი, როგორიც ფორმა ასია, ან დაუდევრად და უზუსტობებით არის შედგენილი; ან შეგნებულად არის გაყალბებული - ორივე შემთხვევაში ეს უარყოფითად მეტყველებს მის შემდგენელზე ან, შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს. 

"მთავარმა არხმა" მოიპოვა აქამდე უცნობი მასალა და შეძლო მეგი ბაქრაძის აცრის ზუსტი მომენტის დადგენა.

ამავე თემაზე:

27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.

ლაშა კვესელაძის რეპორტაჟი: "დაკარგული დრო"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი