დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 70 ადამიანი აიცრა. ჯამში ქვეყანაში სულ აცრილია 4 924 ადამიანი.
NCDC-ს არ აქვს გამოქვეყნებული მონაცემები რამდენი პირია აცრილი "ასტრაზენეკას" ვაქცინით და რამდენი "ფაიზერით".
29 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 382 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა.