"გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, რატომ გარდაიცვალა მეგი" - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე სამედიცინო დოკუმენტი გაყალბდა.

ვახტანგ ბარამიშვილის განმარტებით, ფორმა 100-ში ვაქცინაციის დროდ 12:30 საათია მითითებული, თუმცა რეალურად აცრის დრო 12:13 წუთია.

მისივე თქმით, გამოძიებას ამ დრომდე არ ამოუღია მეგი ბაქრაძის პირადი ტელეფონი, რომელიც სავარაუდოდ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია.

"მინდა გავაჟღერო ახალი ფაქტის, ახალი მტკიცებულებების არსებობის შესახებ. ეს არის მეგის პირადი ტელეფონი, რომელიც გამოძიებას დღემდე არ ამოუღია. ამ ტელეფონში არსებობს კომუნიკაცია. ამ კომუნიკაციის ფარგლებში გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, რატომ გარდაიცვალა მეგი და რა მოხდა რეალურად. ამ ტელეფონს დღეს გადავცემ გამოძიებას, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს, გამოკითხოს მოწმეებიც და დაადგინოს საბოლოო ჯამში რა მოხდა ზუსტად",-თქვა ვახტანგ ბარამიშვილმა.​

სამხარაულის ექსპერტიზას დასკვნა დღეს, 29 მარტს უნდა გაესაჯაროვებინა, თუმცა ცოტა ხნის წინ, უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომლშიც ნათქვამია, რომ საქმესთან დაკავშირებით კვლევები ამ დრომდე მიმდინარეობს და საბოლოო დასკვნა ჯერ მზად არ არის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი