გვექნება შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების წარდგენაზე - კარტოგრაფების სასამართლო განახლდა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე არსებითი განხილვა განახლდა. სასამართლოში ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, ცოტა ხნის წინ მივიდნენ, მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ადვოკატები ამბობენ, რომ ისინი შესავალი სიტყვით წარსგდებიან და დააყენებენ შუამდგომლობას ახალი მტკიცებულებების წარდგენაზე, კერძოდ მოძრაობა "დროას" ვიდეოზე, რომელიც დავით ხიდაშელს ეხება.

"პირველ რიგში გვექნება შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების წარდგენასთან დაკავშირებით და ეს ეხება "დროას" ვიდეოს ე.წ. საგამოძიებო ჟურნალისტურ პროდუქტს, რომელიც ეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმეს, დავით ხიდაშელს და მის კავშირებს როგორს რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებთან ასევე სპეცსამსახურებთან. ჩვენი აზრით, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელზეც სასამართლომ უნდა იმსჯელოს", - თქვა ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ. 

ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის თქმით, ექსპერტიზები დანიშნულია, თუმცა სირთულიდან გამომდინარე დროშია გაწეილილი. ადვოკატები არანაკლებ 4 ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, მათი ნაწილი 1:200 000-იანი რუკების ვარგისიანობას ეხება. 

პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით შემდეგი პროცესიდან მტკიცებულებების გამოკვლევა, მათ შორის მოწმეების დაკითხვა დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

ავოტრი: საბა ბუაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი