ვადამდელი არჩევნები არ იქნება...​პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება - აცხადებს პრემიერმინისტრი კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტისა და მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დაწყების წინ.

მისი თქმით, ქვეყანაში ჩატარდა სამართლიანი არჩევნები და ეს აღიარა ყველა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ:

"ამაზე საუბარი დავასრულეთ. მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი არჩევნები და მოგვილოცა. რა არჩევნებზე მელაპარაკებით? რაც შეეხება დიალოგს, დიალოგი გრძელდება" ამბობს ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, ქვეყანას არც პოლიტპატიმრები ჰყავს:

​პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა თქვენი ბელადის, სააკაშვილის დროს - მიმართა ღარიბაშვილმა "მთავარის" ჟურნალისტს, შესაბამის კითხვაზე პასუხისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი