მელია დააჭერინეს, სხვა გზა არ დაუტოვეს სახელმწიფო სტრუქტურებს - ვოლსკი ოპოზიციაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის აზრით, ოპოზიციამ სახელმწიფო სტრუქტურებს სხვა გზა არ დაუტოვა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია დააჭერინა. მისი თქმით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რთული მდგომარეობაა.

"გეგმა გამოიკვეთა აშკარად რასაც ბოლო პერიოდში ნაცმოძრაობა მიყვება, ჯერ ერთი, მთლიანობაში ეს ოპოზიციური კლასტერი მთლიანად დაიქვემდებარეს, ფაქტიურად ბოლო პერიოდში განსხვავებაც არ არის არც შეხედულებებსა და არც კომენტარებში. მეორე საკითხია ის, რომ საერთოდ პროცესი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მძევლად აქციეს, ვინაიდან პრაქტიკულად, უხეშად ვიტყვი, მელია დააჭერინეს, ისეთი სიტუაცია შექმნეს, როდესაც სხვა გზა არ დაუტოვეს სახელმწიფო სტრუქტურებს", - თქვა გია ვოლსკიმ. 

მისი თქმით, ის სკეპტიკურ პოზიციაზე რჩება მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რადგან ოპოზიცია მელიას გათავისუფლებას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი