
პრეზიდენტმა და კრისტიან დანიელსონმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იმდინარე მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და შემდგომში პოსტპანდემიური ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში ევროკავშირის აქტიური ჩართულობა - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში დღეს ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება.
დანიელსონი ამჟამად "ქართული ოცნების" წევრებს ხვდება.