განვიხილეთ სავარაუდო შეთანხმების რამდენიმე დეტალი - კობახიძე დანიელსონთან შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან შეხვედრაზე სავარაუდო შეთანხმების რამდენი დეტალი განიხილეს. მისი თქმით, 6 პუნქტიანი ჩარჩო-დოკუმენტიდან 2-3 პუნქტი განიხილეს, თუმცა დეტალებს ვერ დაასახელებს.

"განვიხილეთ რამდენიმე დეტალი იმ სავარაუდო შეთანხმების რომელზეც მიმდინარეობს დიალოგი და დღის განმვალობაში კიდევ გაიმართება შეხვედრები. ჩვენც გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა დღეს 6 საათზე და იქ გაგრძელდება ამ დეტალების განხილვა", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

მისი თქმით, სავარაუდოდ, საერთო ფორმატში დიალოგი ხვალ გაგრძელდება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი